ლაშა გვასალია: -“არჩევნების შემდეგ, მე დავწერ დოკუმენტურ რომანს “რა ხდებოდა სამეგრელოში!” (ვიდეო)

0

“დამთავრდება არჩევნები და მე დავწერ დოკუმენტურ რომანს. რომანს იმაზე, თუ რა ხდებოდა სამეგრელოში”, – ამ სიტყვებით მიმართა მწერალმა ლაშა გვასალიამ განმუხურის ცენტრში დღეს შეკრებილ საზოგადოებას.

ლაშა გვასალიას განმარტებით, მასთან მოდიან მოქალაქეები და მოაქვღ დოკუმენტები, საშინელი ფოტოები, რომელიც ასახავს საქართველოში გამეფებული ცხრაწლიანი რეჟიმის რეალურ სახეს.

“ხალხი არის განადგურებული. დღეში ჩვენთან მოდის ათობით, ასობით ადამიანი და ისეთ რაღაცეებს მივებიან… მე მწერალი გახლავართ და ყველაფერს ვინიშნავ. მე გაძლევთ პირობას, არჩევნებიდან რამოდენიმე თვეში დავდებ ახალ რომანს, დოკუმენტურ რომანს, რა ხდებოდა სამეგრელოში. გაოგნებული ვარ. დოკუმენტურად, სურათებით ისეთი რაღაცეები მოაქვთ. ყოველივე ამის შემდეგ, ამ ადამიანების აღშფოთება ბუნებრივი არ არის? როგორ შეიძლება თვალები დახუჭო ამ უბედურებაზე?!”-განაცხადა განმუხურში სიტყვით გამოსვლისას მწერალმა ლაშა გვასალიამ, რომელიც ამავე დროს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია.

ცნობისათვის, დღეს განმუხურში “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ადგილობრივ ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა.

სხვა ახალი ამბები: