ლაშა გვასალია – სანდრა რულოვსს საბოლოოდ უნდა აღვუკვეთოთ ფეხი სამეგრელოდან

0

“სახელისუფლო კანდიდატი, დღევანდელი მონაცემებით, 400 ხმით უსწრებს მოწინააღმდეგეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ვართ ბრძოლის ხასიათზე. სანდრა რულოვსს საბოლოოდ უნდა აღვუკვეთოთ ფეხი სამეგრელოდან. ეს არის ცინიკოსი ადამიანი, რომელიც უდიდესი უბედურებების სათავეებთან დგას, ისეთთან, რომელიც არც ერთ ეპოქაში საქართველოს და სამეგრელოს არ უნახავს”-აცხადებს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სამეგრელოში ლაშა გვასალია “საერთო გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

გვასალიას თქმით, წარსულს ჩაბარდა ის რაც ხდებოდა წინა 9 წლის განმავლობაში. ამ წლებს საქართველო არასოდეს დაუბრუნდება.

“იყო ტყვეთა სყიდვა, ქურდობა, კვლა, ტაცება, მაგრამ მამაკაცის გაუპატიურება, სპეციალური საწამებლების მოწყობა და ამ მეთოდებით სახელმწიფოს მართვა, ჯერ არგაგონილი ამბავია. აი, ამ უბედურებების სულისჩამდგმელი კაცის თანამეცხედრე აცხადებს, რომ ახლა ჩახედა თვალებში თავის ძვირფას ქმარს და დაინახა მზადყოფნა, რომ ის ასეთ რამეს კვლავ აღარ გაიმეორებდა.
მისი მეუღლე სანდრას აღარ ეკუთვნის, ეს რა ჩვენი საქმეა, მაგრამ ერთი იქით რომ ბუქსაობს და მეორე – აქეთ, ხომ ხედავთ?! მაგათი პატრონი რა ვთქვა მე.

ქართველებს ტრადიციული აუცილებლობა გვაკავშირებს ჩვენს სამშობლოსთან, იდენტურ სისტემებთან, ჩვენს ძვირფას ოდაბადესთან, ამიტომაც მიუღებელია ასეთი გადამთიელების პარპაში. ჩემო ხალხო, ვაშინერს ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა. 9 ქვეყნის აგენტს უნდა, რომ სამეგრელოს კისერზე მოკალათდეს. ვერ ეღირსება ამას. თუმცა, ალბათ, ის პარლამენტის დეპუტატი მაინც გახდება და მთელი ქვეყანა დაინახავს, როგორ პროექტებს შესთავაზებს საკანონმდებლო ორგანოს.

კანონპროექტი ერთსქესიანთ დაკანონების შესახებ, ჩვენი ეკლესიის ძალაუფლების შესუსტების შესახებ, კონკორდატის გადახედვის თაობაზე, ბევრი ანტიეროვნული გეგმა, ალბათ, უკვე აქვს დაწერილი და შენახული თავის საქაღალდეში, პარლამენტს რომ წარუდგინოს და თავისი გაიტანოს მოღალატე და მოძალადე ნაცმოძრაობასთან ერთად”-აცხადებს ლაშა გვასალია.

სხვა ახალი ამბები: