ლევან კაკავა შს მინისტრის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა

0

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას კიდევ ერთ მოადგილედ ლევან კაკავა დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ლევან კაკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი იყო. ლევან კაკავა სამეგრელო-ზემო სვანეთში ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილეც იყო.

ლევან კაკავა 1979 წელს დაიბადა. მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალში, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

გიორგი გახარიამ მოადგილეებად კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე და მერაბ მალანია უკვე დანიშნა.

სხვა ახალი ამბები: