ლევან მაკალათია – აბაშის მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შევძენთ

0

პარტია   „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის  მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია  სოფელ  სეფიეთის, მაიდნისა და ნოღოხაშის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ესაუბრა. საუბარი ასევე, შეეხო სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის   გზებს.

„აბაშის მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შევძენთ და მომავალ თაობას განათლებისა და განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემა.  ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამების მოგვარება ჩვენი უპირველესი მიზანია. „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რომ თანდათან ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს და ხალხმა ეს საკუთარ თავზე იგრძნოს“, – განაცხადა ლევან მაკალათიამ.

მერობის კანდიდატი მზადაა, მოსახლეობის ჩართულობით, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, აქტიურად იმუშაოს.

სხვა ახალი ამბები: