ლევან მაკალათია: გათვალისწინებული იქნება ყველა პრობლემა, რომელიც აბაშელებს აწუხებთ

0

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია N21-ე საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მერობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ოჯახი იგძნობს.

„განხორციელებულმა სოციალურმა, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესპროექტებმა ნათლად ცხადყო, რომ ხელისუფლება თითოეულ ადამიანზე ზრუნავს. გათვალისწინებული იქნება ყველა პრობლემა, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებსა და აბაშელებს აწუხებთ“, – განაცხადა ლევან მაკალათიამ.

მერობის კანდიდატი აბაშის მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრისას, უმთავრეს პრიორიტეტად სოციალური საკითხები დასახელდა.

სხვა ახალი ამბები: