ლევან მაკალათია: მმართელი გუნდი მოუსმენს ხალხს და პრობლემებს მათთან ერთად გადაჭრის

0

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  აბაშის  მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  სოფელ წყემის, კეთილარისა და საკაჭარავოს უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.

„ადგილობრივი ხელისუფლება პროცესებს გამჭვირვალედ და მარტივად წარმართავს. ეს გუნდი მოუსმენს ხალხს და პრობლემებს მათთან ერთად გადაჭრის. ნებისმიერი საკითხი თქვენთან ერთად იქნება განხილული“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

შეხვედრაზე  ყურადღება სოციალური პროგრამების მნიშვნელობაზეc გამახვილდა. ლევან მაკალათიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეების აქტივობა და „ქართული ოცნების“ გამარჯვება თითოეული მოქალაქის გამარჯვებას ნიშნავს.

აბაშის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მაჟორიტარობის კადიდატები წყემში – ზვიად კუპრავა, კეთილარში – ბაქარ შელია, ხოლო საკაჭარავოს უბანში – შოთა  ჭანტურაია წარუდგინა.

 

სხვა ახალი ამბები: