ლევან შონია – ჩვენ დღეს ვაშენებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძვნებულ ქვეყანას

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს-26 მაისს ულოცავს. გუბერნატოსის მილოცვას საინფორმაციო სააგენტო smo news უცვლელად გთავაზობთ.

“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს  უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, საქართველოს მოქალაქეებს. დღვანდელი დღე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვნეთში მცხოვრებ მოქალაქეებს. ამ რეგიონს ყოველთვის გადამწყვეტი როლი ეჭირა ქვეყნის ერთიანობის საქმეში.

მნიშვნელოვანია, რომ წელს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ჩვენი ერის სიამაყის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. გილოცავთ ამ ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს.

ჩვენ დღეს ვაშენებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძვნებულ ქვეყანას, რომლის მთავარი ფუნდამენტი ადამიანი და მისი უფლებებია. ყველას ერთად გისურვებთ ერთიან საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად ცხოვრებას.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ისტორიულ დღეს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიდერი მერაბ კოსტავა. თითოეული ჭეშმარიტი ქართველისთვის მერაბ კოსტავად დაბადების დღე განსაკუთრებული თარიღია.

გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღებს!”-ნათქვამია ლევან შონიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: