ლევან შონია – ეს დღე საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი, ლევან შონია მხარის მოსახლეობას და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ პირებს ვიზალიბერალიზაციას ულოცავს. ლევან შონიამ სპეციალური განცხადება დღეს გაავრცელა, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ.

„ამ ისტორიულ და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს გილოცავთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!

ეს დღე საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება და ჩვენი მომავალი თაობები იამაყებენ ამ მონაპოვარით. ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და გამარჯვებაა. ეს არის ძალინ დიდი შესაძლებლობა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, ჩვენ ყველა სიკეთე და შესაძლებლობა ერთად უნდა გამოვიყენოთ.

ევროპასთან დაახლოება და ამ დიდ ოჯახში დაბრუნება იყო ჩვენი წინაპრების, ძალიან ბევრი თაობების სურვილი და ოცნება. ჩვენი მთავრობის სწორი მუშაობით და გატარებული უმნიშვნელოვანესი რეფორმებით შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჰქონოდათ. ეს ისტორიული და უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, საქართველოსთვის ისტორიულ და უმნიშვნელოვანეს დღეს! მჯერა, წინ მრავალი ასეთი, წარმატებული დღე გველის!“

სხვა ახალი ამბები: