ლევან შონია – გილოცავთ, უდიდიდეს ქრისტიანულ დღსასწაულს –  ვლაქერნობას!

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ულოცავს ვლაქერნობის დღესასწაულს. მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელში ქვეყნდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“გილოცავთ, უდიდიდეს ქრისტიანულ დღსასწაულს –  ვლაქერნობას!  ეს ის დღეა, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ხელთუქმნელი სამოსელი უკვე საუკუნეებია საქართველოშია. მახარებს, რომ ის ჩვენს რეგიონშია დავანებული.

დღეს, ზუგდიდში მომლოცველები მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოდიან. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს, ღვთისმშობელმა გააძლიეროს და დაიფაროს მისი წილხვედრი ქვეყანა!”-ნათქვამია ლევან შონიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: