ლევან შონია: “მახარებს, რომ ღვთისმშობლის სამოსელი ჩვენს რეგიონშია დავანებული”

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სამეგრელოს მოსახლეობას და სრულიად საქართველოს ულოცავს ვლაქერნობის დღესასწაულს.

“გილოცავთ ვლაქერნობას! ღმერთმა გაგაძლიეროთ, ეს ის დღეა, როცა მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის სამეოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ხელთუქმნელი სამოსელი უკვე საუკუნეებია საქართველოშია. მახარებს, რომ ის ჩვენს რეგიონშია დავანებული.

დღეს, ზუგდიდში მომლოცველები მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოდიან. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს, ღვთისმშობელმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა!”-ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

სხვა ახალი ამბები: