ლევან შონია პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ახალი ამბების სააგენტო SMO NEWS უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელიც გუბერნატორმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

“თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს! თქვენ გაქვთ პროფესია, რომელიც უმეტეს შემთხევაში არ ითვალისწინებს დასვენების დღეებს, დღესასწაულებს, თქვენ მუდმივად ზრუნავთ ჩვენს უსაფრთხოებაზე. თქვენი პროფესია და მისია არის ძალიან რთული და საპასუხიმგებლო, ამიტომაც განსაკუთრებულად მინდა მოგილოცოთ ეს დღე!

მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ურთულესი შომისთვის, რომელიც ყოლველდღიურად გიწევთ. მეც თქვენი ოჯახიდან ვარ და კარგად ვიცი თუ რას ნიშნავს პოლიციელობა”,-ნათქვამია ლევან შონიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: