ლევან შონია – ქართული სახელმწიფო 9 აპრილის მონაპოვარზე დგას

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს,პირადად მე და მთელი საქართველო ქედს იხრის იმ ადამიანების წინაშე რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავისუფებას! 9 აპრილის გმირები ყოველთვის იქნებიან მისაბაძი მაგალითები მომავალი თაობებისთვის.

9 აპრილი, ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო.

ქართული სახელმწიფო 9 აპრილის მონაპოვარზე დგას, ის რომ დღეს ჩენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში დაბრუნდა სწორედ მაშინდელი ბრძოლის შედეგია.

1989 წლის აპრილის საშინელ ღამეს ჩვენი რეგიონის ახალგაზრდა, მარტვილის მკვიდრი აზა ადამია შეიწირა, რომელიც ჩვენი დროის გმირია. აზა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ის მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა. ქედს ვიხრი აზას დედის და ყველა იმ გმირების ოჯახების წინაშე ვინც 28 წლის წინ თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“-აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია.

სხვა ახალი ამბები: