ლევან შონია – როცა გუბერნატორად მოვედი, გუნდთან ერთად ვიფიქრეთ რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე

0

“ჩვენთვის ტურიზმი უმთავრესი მიმართულებაა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს რეგიონს ამ კუთხით, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია”აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, რომელმაც გუბერნატორად მოღვაწეობა სამეგრელოში სწორედ ტურიზმის განვითარების და ტურისტული პოტენციალის განვითარების კუთხით დაიწყო.

ჟურნალ “ანაკლიისთვის” მიცემულ ინტერვიუში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გარკვევით ამბობს, რომ მისი მიზანი თავიდანვე ტურიზმის განვითარება იყო რეგიონში.

“როცა გუბერნატორად მოვედი გუნდთან ერთად ვიფიქრეთ რა გაგვეკეთებინა, რომ ამ პატარა რეგიონში ჩამოსულიყო ბევრი ტურისტი. შემდეგ წარმოიშვა ფესტივალის იდეა, რომელიც განვახორციელეთ და ასე იმართება 4 წელია ელექტრონული მუსიკის ფესტივალი. ათასობით ტურისტი ჩამოდის ანაკლიასა და განმუხურში და სარგებელს იღებს ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნესი.

ჩვენ წელს usaid-თან ერთად განვახორციელეთ უპრეცედენტო პროექტი, გადავამზადეთ საოჯახო ტიპის სასტუმროები, ჩავუტარეთ მათ ტრეინინგები მომსახურეობის სფეროში, უმეტესმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა „აწარმოე საქართველოში“ და მოაწყვეს საოჯახო სასტუმროები, ასევე დავარეგისტრირეთ საერთაშორისო გაყიდვების საიტებზე და მათი შემოსავალი წელს გაცილებით მეტი იყო ვიდრე წინა წლებში. წელს ანაკლიაში ჩავატარეთ პირველი ბიზნესფესტივალი სდაც მონაწილეობა მიირეს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა, ფესტივამა გაამართლა და ის ყოველწლიურად ჩატარდება”,-აცხადებს ლევან შონია.

შონიას განცხადებით, სამეგრელოში უდიდესი ყურადღება ექცევა ასევე ზამთრის ტურიზმს, რომელიც განსაკუთრებულია.

“ტურიზმის მიმართულებით ასევე ყურადღებას ვაქცევთ ზამთრის ტურიზმს, მოეწყო თეთნულდის სათხილამურო ტრასები და კურორტი. მარტვილის კანიონის ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ და ავაშენეთ ვიზიტორთა ცენტრი, ეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია მთელს საქართველოში. ასევე პირველი ეტაპი დავასრულეთ და ვაგრძელებთ მალთაყვაში კურორტის მოწყობას, ფოთი თუ აქამდე მხოლოდ საპორტო ქალაქი იყო დღეს ჩვენ აქ გვაქვს გამართული საზღვაო ინფრასტრუქტურა, მალთაყვის სახით, სადაც იგეგმება სასტუმროების და დასასვენებელი ობიექტების აშენება.

ჩვენ usaid-თან ერთად წელს ჩამოვიყვანეთ ტუროპერატორი კომპანიები და გავაცანით ჩვენი პოტენციალი, მათ ამის შემდეგ თავიანთ ტურებში შეიტანეს ახალი ადგილები, შესაბამისად გაიზარდა ტურისტების რიცხვი. მსგავსი ტურები მუდმივად ჩატარდება, რათა ცნობადობის ამაღლება მოხდეს. წელსვე ჩვენი რეგიონი პირველად გავიდა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin – სადაც ძალიან დიდი ტურისტული ბაზრის წინაშე წარვდექით”,-აღნიშნავს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია.

სხვა ახალი ამბები: