ლევან შონია – ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და გამარჯვებაა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია საქართველოს მოქალაქეებს ულოცავს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. განცხადება გუბერნატორმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“გილოცავთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს! ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და გამარჯვებაა. ეს არის ძალინ დიდი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს აფხაზ დებ ს და ძმებს, ჩვენ ყველა სიკეთე და შესაძლებლობა ერთად უნდა გამოვიყენოთ. ევროპასთან დაახლოება ეს იყო ჩვენი წინაპრების, ძალიან ბევრი თაობების სურვილი და ოცნება. ეს ისტორიული და უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოსთვის. მჯერა, წინ მრავალი ასეთი, წარმატებული დღე გველის!“, – ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

დღეს ევროპის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

სხვა ახალი ამბები: