ლევან შონიამ დამდეგი შობა-ახალი წელი მოქალაქეებს ქუჩებში მიულოცა

0

gubernatori-darchelshiსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ლევან შონიამ მოქალაქეებს დამდეგი შობა ახალი წელი ქუჩებში მიულოცა. გუბერნატორი გამვლელებს პირადად ულოცავდა კარსმომდგარ დღესასწაულებს.

ლევან შონიამ დამდეგი დღესასწაულები მცირე მეწარმეებსაც მიულოცა და მათ ნაყოფიერი და წარმატებული წელი უსურვა.

გუბერნატორი დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლებსა შეხვდა და აღნიშნა, რომ 2016 წელი რეგიონისთვის სასიკეთოდ გარდამტეხი წელი იქნება, რადგან „ისეთი მასშტაბური პროექტები დაიწყება, როგორიც ანაკლიის პორტი და ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტებია. ვისაც მუშაობა სურს არავის პრობლეა არ ექნება, პირიქით ჩვენ გადავამზადებთ მოქალაქეებს,  გვჭირდება ძალიან ბევრი პროფესიონალი, რადგან რეგიონის აღმშენებლობა იწყება. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს წარმატებების წელი გქონებოდეთ, თქვენ და სრულიად საქართველოს“ – განაცხადა ლევან შონიამ.

12469963_1100866173258440_1556962628_o12443689_1100866266591764_256397665_o12465307_1100866196591771_1989119664_oტაქსის მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ გუბერნატორმა დარჩლის ახალი პარკი დაათვალიერა, რომელიც ამაღამ გაიხსნება და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება. დარჩელში წელს პირველად გაიმართება მასშტაბური საახალწლო ღონიძიებებიც, სოფლის ცენტრში უკვე დამონტაჟებულია სცენა და აპარატურა.