ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას გაეცნო

0

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად გაეცნო. მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეების გადაადგილების პროცესაც დააკვირდა. ლინას ლინკევიჩმა დღესვე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში გაუქმებული ე.წ. გამშვები პუნქტიც დაათვალიერა. ლინას ლინკევიჩუსს ლევან შონიამ რეგიონში არსებული ზოგადი ვითარება გააცნო.

„დასანანია ის რეალობა რასაც ვხედავთ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება არა აქვთ. დასანანაია ის საერთაშორისო დანაშაული, რომელსაც აქ ვხედავთ, ეს არის დამოუკიდებელი სახლმწიფოს ანექსია. ხალხის, საზოგადოების შუაზე გახლეჩა. ის დაბრკოლებები, რომელსაც უქმნიან ადამიანებს ჩემი შეფასებით ძალიან ცუდი სანახავია.

რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლი სახელმწიფოს  ტერიტორიების მითვისება არ დარჩება რეაგირების გარეშე. ამ ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოყვება. აქ არა მარტო საქართველოზეა საუბარი, არამედ ყირიმზე და სხვა რეგიონებზე, ეს არის საერთაშორისო დანაშაული.

საერთაშორისო ბერკეტი არის არ აღიარების პოლიტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს ფინანსური, პოლიტიკური და სხვა ასპექტებით. ეს პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ სიტუაცია მოგვარდება“ განაცხადა  ლინას ლინკევიჩიუსმა ენგურის ხიდზე.

ვიდეორეპორტაჟი იხილეთ აქ

სხვა ახალი ამბები: