მაღალმთიან რაიონებში თოვს – დასავლეთ საქართველოში კი ხვალიდან გამოიდარებს

0

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს წვიმს, მაღალმთიან რაიონებში კი თოვს.თოვს ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში, ასევე, მესტიასა და შოვში. მათივე განმარტებით, თოვლის საფარმა შოვში 4სმ; მესტიაში – 10სმ; ბაკურიანში – 2სმ; გუდაურში – 13სმ; სტეფანწმინდაში – 3სმ შეადგინა. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთაში ღამით ყინვაც დაფიქსირდა. კერძოდ, დევდორაკზე -4 გრადუსი; გუდაურში -5; სტეფანწმინდაში -2; ღამით ჰაერის ტემპერატურა შედარებით მაღალი იყო სამხრეთ საქართველოს მაღალმთაში . კერძოდ, წალკაში – +3; ახალქალაქში – +2; ბაკურიანი – 0.

ხვალ დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს და ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. კვირის ბოლომდე შენარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი დასავლეთ საქართველოში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 20-22 გრადუსს მიაღწევს.აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კი დღეს საღამოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. კერძოდ, 18 ოქტომბრის ღამით ფასანაური-თიანეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვლი.

ხვალ წვიმაა მოსალოდნელი კახეთის რეგიონში, მათ შორის თბილისში შენარჩუნდება და უმეტესწილად ღრუბლიანი ამინდი იქნება. დღისით ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-9 გრადუსია მოსალოდნელი.აღმოსავლეთ საქართველოში 19 ოქტომბრის შუადღიდან გამოიდარებს. სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასები შემოვა, რის შედეგადაც გარკვეულწილად დათბება.

სხვა ახალი ამბები: