მაია ასათიანი და “პროფილი” 4 მაისიდან ეთერში ბრუნდება

0

ტელეწამყვანი მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების შემდეგ კვლავ ეთერში ბრუნდება. გადაცემა „პროფილი“ 4 მაისიდან, ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს, 22:00 საათზე გავა “რუსთავი 2”-ზე.

გადაცემის დაწყების შესახებ „პროფილის“ ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც ახალი გადეცემის ჩაწერის პროცესის ამსახველი ფოტო გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების გამო დროებით ეთერში აღარ ჩანდა. ტელეწამყვანს 23 თებერვალს 18 წლის შვილი გარდაეცვალა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში სწავლობდა. მას ექიმებმა მფრინავი მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს.

სხვა ახალი ამბები: