მალთაყვას განახლებული სანაპირო ზოლი მინისტრმა და სამეგრელოს გუბერნატორმა დაათვალიერა

0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ფოთის მაჟორიტარმა, მალთაყვაში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

მალთაყვის საკურორტო ზონის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ფოთის როგორც ტურისტული ქალაქის განვითარებისთვის.

მალთაყვაში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულებაა 18 500 000 ლარია, სამუშაოების პირველი ნაწილი 2015 წელს დაიწყო და წელს დასრულდება. ამჟამად სამუშაოებზე 15 ადამიანია დასაქმებული.

პროექტის პირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 25 ათას ადგილობრივ მცხოვრებს შეადგენს, ხოლო სეზონურად დამატებით 20 ათას დამსვენებელზეა გათვლილი. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებებზე სრულადაა ადაპტირებული.

სხვა ახალი ამბები: