მალთაყვის სანაპირო ზოლი ფოთის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა დაათვალიერა

0

მალთაყვის სანაპირო ზოლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ დაათვალიერეს.

ფოთის მუნიციპალიტეტში , კუნძულის სანაპირო ზოლზე, ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ბულვარის ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათება. ამ ეტაპზე კი სველი წერტილების ( საშხაპე, საპირფარეშო) მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა.

სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ‘’ტოტალი’’ ახორციელებს. სანაპირო ზოლის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 722 ლარია გამოყოფილი

სხვა ახალი ამბები: