მალთაყვის სანაპირო ზოლზე პირველი ეტაპის სამუშაოები სრულდება

0

მალთაყვაში, ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს განხორციელდა პლაჟთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყო შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით. დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო მწვანე ზოლი. პირველი ეტაპის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “პირამიდა fr “-ის ფილიალი აწარმოებს.

ამ ეტაპზე მალთაყვის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა.

მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულება 18 500 508 ლარს შეადგენს.

2015-2016 წწ. სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯა,რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

სხვა ახალი ამბები: