მალთაყვის სანაპიროზე საცხენოსნო შეჯიბრება გაიმართა

0

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის მხარდაჭერითა და სასპორტო კლუბი “მალთაყვა”-ს ორგანიზებით საქართველოს საცხენოსნო კლუბებს შორის გაიმართა შეჯიბრი “კონკური” (საცხენოსნო შეჯიბრება დაბრკოლებათა გადალახვაში ),რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი კაკულია დაესწრო.

შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და მასში საქართველოს 5 ქალაქიდან 23 ცხენოსანი მონაწილეობდა.
18 წლამდე ასაკის მონაწილეებს შორის თეონა ლაშხია ,უფროსი ასაკის ცხენოსნებს შორის კი შალვა გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა.

პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს ფულადი პრიზი 5000 ლარი გადაეცათ.