მამუკა ბახტაძე – ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არის აუცილებელი

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ის ყოველთვის დაუჭერს მხარს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.

“საქართველოს საკუთრი ტრანზიტული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და, შესაბამისად, ასეთი პორტის მშენებლობა არის აუცილებელი, რომ სრულფასოვნად ავითვისოთ ჩვენი ტრანზიტული პოტენციალი. ასევე, გავუწიოთ კონკურენცია ალტერნატიულ დერეფნებს. მე ადრეც მივესალმებოდი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იდეას დაყოველთვის მხარს დავუჭერ” – თქვა მამუკა ბახტაძემ.