მამუკა ბახტაძე სამეგრელოს მოსახლეობას დადიანების ეზოში შეხვდა

0

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში იმყოფებოდა. შეხვედრა პრემიერსა და ზუგდიდელებს შორის საათზე მეტხანს გაგრძელდა. მამუკა ბახტაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აუცილებლობასა და პოტენციალზე ისაუბრა. მისი თქმით, ანაკლიისა და ფოთის პორტები ქვეყნის სამრეწველო პოტენციალს უზრუნველყოფს. მან ასევე ისაუბრა აზიური ფაროსანას შესახებ და აღნიშნა, რომ წელს ამ მავნებლის რაოდენობა შემცირებულია და ამ კუთხით მდგომარეობა გამოსწორდა.

ბახტაძემ ხაზი გაუსვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.

„ტურისტული შესაძლებლობების ათ პროცენტსაც ვერ ვიყენებთ. აუცილებელია მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარება. ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

ზუგდიდში ასევე იმყოფებიან სხვა მინისტრები, მათ შორის შს მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.