მამუკა წოწერია – “ევროპული საქართველოს” მიერ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია დღეს, პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ვეხმაურებით „ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ თითქოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დღევანდელ სხდომაზე განიხილავს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს გაზრდის საკითხს. პარტიის მიერ გაკეთებული განცახდება არ შეესაბამება სიმართლეს. საკრებულოში ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით ინიციატივა შემოვიდა, თუმცა ბიუროს ის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად არ გაუტანია.

პარტიის მიერ დასახელდნენ საჯარო მოხელეები და ააიპ – ისთანამშრომლები, რომლებსაც თითქოს ხელფასები ეზრდებათ, თუმცა ვაცხადებთ, რომ შემოსული ინიციატივის მიხედვით, ხელფასის ზრდა არცერთ მათგანზე არ ვრცელდებოდა.

საკრებულომ განიხილა და მხარი დაუჭირა ბიუჯეტის ცვლილებას,რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას 825 000 ლარით, მათ შორის: 200 ათსი შრომის ანაზღაურების მუხლი, 267 ათასი საქონელი და მომსახურება, 290 ათასი ლარი – სოციალური უზრუნველყოფის მუხლი და სხვა”,-აღნიშნულია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.