მარგველაშვილი სააკაშვილზე: “ქვეყნისთვის უარყოფითი იმიჯია, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება”

0

„პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გადავაყენეთ და სახლში გამოვკეტეთ, მესამე კიდევ დევნილობაშია. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ერთდროულად ყველას პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგმული აქვს ნაბიჯები, რომლის  მიმართაც არსებობს კითხვები, ვფიქრობ, რომ მან ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. რა თქმა უნდა ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება, მაგრამ ამას პოლიტიკოსებმაც, როგორც მმართველი ძალიდან ასევე ოპოზიციიდან,  პრეზიდენტმაც, ხელისუფლებამაც უნდა მივცეთ ცივილური ფორმა, რომელიც შეურაცხყოფას არ მიაყენებს არც  ქვეყანას და ის სამართლებრივი კითხვები, რომელიც არსებობს სააკაშვილთან მიმართებაში უპასუხებს ადეკვატურად.“- განაცხადა ტელეკომპანია „ოდიშთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა პოლიტიკური ნიშნით დევნაზე და აღნიშნა, რომ არიან  პოლიტიკოსები, რომლებიც გარკვეული პრეტენზიის გამო იხდიან სასჯელს,არც ერთი მათგანი პოლიტიკური ნიშნით არ იხდის სასჯელს, მათ აქვთ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პრეტენზიები წაყენებული.

“თუ გამოჩნდება რამე სხვა, მაშინ ვილაპარაკთ ამაზე“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ზუგდიდის დამოუკიდებელ ტელეკომპანია “ოდიშს”. ინტერვიუს პრეზიდენტთან ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ქობალია უძღვებოდა.

სხვა ახალი ამბები: