მარიამ ჯაში ზუგდიდში განათლების სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

0

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ზუგდიდის მ. კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლასა და მე -15 საბავშვო ბაღს ესტუმრა, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ბაღის აღმზრდელებს შეხვდა, სასწავლო პროცესს გაეცნო და არსებული პრობლემებით დაინტერესდა.

მარიამ ჯაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

მარიამ ჯაში დღის ბოლომდე უნივერსიტეტის ლექტორებს, სტუდენტებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდება.