მარიამ ჯგუშია – გადავლახავ სირცხვილს და ვიტყვი რომ ბიძაჩემია ეს არაადამიანი!

0

ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, თენგიზ ჯგუშიას ძმისშვილი, მარიამ ჯგუშია სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. მარიამ ჯგუშიას განცხადებით, თენგიზ ჯგუშიამ მას და მის ოჯახს ზიანი მოუტანა. “ეს არაადამიანი, ბიძაჩემია”-წერს ის სოციალურ ქსელში.

“მოდი გადავლახავ სირცხვილს და ვიტყვი რომ ბიძაჩემია ეს არაადამიანი!
გონი ყველაზე უკეთ მე ვიცი რამდენად უპრინციპო, ეგოისტი, უსამართლო და სახელის მოხვეჭაზე კონცენტრირებული ვინმეა. პოლიტიკოსობა უნდა და იდეოლოგიაც კი არ აქვს ჩამოყალიბებული, პარტიიდან პარტიაში დაძვრებოდა მთელი ცხოვრება. პოპულისტია ჩვეულებრივი, ხალხის მოთაფლვა უყვარს, მაგრამ არავინნნ არცერთთი წამით არ დაიჯეროთ რომ ადამიანური სცხია რაიმე საერთოდ! ამას ვინ უნდა ადარდებდეს?

ადამიანს რომლემაც შეიკლა მამაჩემი თავისი სიცანცარით, ადამიანს რომელმაც დედაჩემის ნერვები შეიწირა და ჩემიც, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა თანადგომა, 11 წლის ვიდექი მამის საფლავთან და ვეკიდეთ ტიპს! 8 წელი გავიდა და მთელი ეს დრო ნეტა მართლა უბრალოდ ვკიდებოდით და ზიანი მაინც არ მოეტანა ჩვენი ოჯახისთვის.

ყველაფერს საჯაროდ არ დავწერ, იქნებ არც ესიამოვნოს დედას, არ უყვარს საჯაროდ ყვირილი და არ მინდა რამე ვავნო, საკმარისად ავნო ამ უვიცმა უკვე. მაგრამ ნერვები მეშლება ამასაც რომ ადამიანი ჰქვია და ამასაც ჩემი გვარი აქვს! გვარის სირცხვილია ეს ტიპი და მთელი ქვეყნისაც. უპრინციპო ეგოისტი! წამით არ დაიჯეროთ ვინმემ რომ ფეხებზე არ კიდიხართ ხალხიც და მთელი ქვეყანაც!-წერს მარიამი სოციალურ ქსელში.