Marlboro მარიხუანის შემცველი სიგარეტის გამოშვებას იწყებს

0

thumbმსოფლიოში ყველაზე მსხვილი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ფილიპ მორისი“, მარიხუანის ლეგალიზაციის კამპანიას უერთდება და კანაფის სიგარეტის გამოშვებას იწყებს. „Marlboro M” ამ სახელით ლიცენზირებული სიგარეტი მარიხუანასგან იქნება დამზადებვული და ამერიკის ორ შტატში, კოლორადოსა და ვაშინგტონში გაიყიდება.

„ფილიპ მორისის“ ვიცე პრეზიდენტმა სერაფინ ნორსიკმა ამერიკულ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანიას კანაფის გაყიდვის იდეა უკვე დიდი ხანია აქვს და ამ დროის განმავლობაში ბაზრის მონიტორინგს აწარმოებდა, ხოლო როდესაც კოლორადომ და ვაშინგტონმა ამ მცენარის ლეგალიზაცია მოახდინეს, ამან კომპანიის გადაწყვეტილებაზე, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა.

მარიხუანას სიგარეტის ბაზარზე გამოშვება წელსვე იგეგმება, Phillip Morris-მა უკვე გამოყო 15 მილიონი დოლარი ახალი „Marlboro M”-ის პოპულარიზაციისთვის.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, „მარლბორო ემ“-ის რეკლამები იმ შტატებშიც გავა, სადაც მარიხუანა აკრძალულია, თუმცა ამ შტატებში რეკლამის სახით მხოლოდ ლოგო – მწვანე „ემ“(M) გამოჩნდება.

სხვა ახალი ამბები: