მარტინ შულცი: “საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა კრიტერიუმი შეასრულა”

0

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს ღიად უჭერს მხარს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა. შულცის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ყველა კრიტერიუმი შეასრულა.

„საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა კრიტერიუმი შეასრულა – ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა იყოს მინიჭებული“, – წერს მარტინ შულცი “ტვიტერში”

მანამდე, ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, სადაც ოქტომბრის არჩევნები, სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს.

სხვა ახალი ამბები: