,,მარტის თვეა შენი“- ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდში

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა 16 მარტს, ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ საკონცერტო დარბაზში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,მარტის თვეა შენი“ გაიმართა,სადაც მონაწილეობას გია ბაღაშვილი, ბესო ვერულაშვილი და ,,ქუჩის მუსიკოსები“ ღებულობდნენ.

ღონისძიების დასაწყისში ქალბატონებს სიტყვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ მიმართა.

,,ძვირფასო ქალბატონებო, ყოველი დღე თქვენ გეკუთვნით, შეუფასებელია თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე და ამის ნათელი დადასტურება ჩვენი ქვეყნის ისტორიაა. მინდა ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ. დარბაზში სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ქალბატონებს ვხედავ, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის განვითარებაში. ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ პირად და საზოგადოებრიც ცხოვრებაში“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

წარმატებულ ქალბატონებს მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად საოჯახო ელექტროტექნიკა და ყვავილები გადაეცათ.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები ესწრებოდნენ