მარტვილელი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 100 წლის გახდა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გრიგოლ ჯიქია 100 წლის გახდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ, მერიის თანამშრომლებთან ერთად, იუბილარს დაბადების დღე მიულოცა და მერიის სახელით 500 ლარი და საჩუქარი გადასცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისაგან გრიგოლ ჯიქიამ მისალოცი ბარათი მიიღო. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისაგან – 100 ლარიანი ვაუჩერი წამლების შესაძენად, ხოლო საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისგან მისალოცი ბარათი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.