მარტვილი ლატვიელ სტუმრებს მასპინძლობს

0

19 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სამა“-მ, ლატვიის ქალაქ მალპასის ნაციონალურ – ქორეოგრაფიულ ანსამბლს „მარა“-ს უმასპინძლა.

ღონისძიებაში ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები: „სამა“, „კოლხიდა“, „იმედი“ და ლატვიელი სტუმრები „მარა“ მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა ნაციონალური ცეკვები შეასრულეს, ასევე შესრულდა მუიკალური ნომრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან სურმავა და ადგილობრივი მოსახლეობა.