მარტვილი ტურიზმის მე–11 საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა

0

11-13 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტი ქალაქ ბათუმში სასტუმრო შერატონში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე–11 საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია, ტურისტული მარშრუტები, სურათები, ბროშურები, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო (პედაგოგი ამალია ჭილაია).

გამოფენაზე წარმოდგენილმა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის სრულფასოვნად წარმოჩენამ დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან გამოფენაზე იმყოფებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები: ეკა კვესელავა და რომან ოდიშარია.