მარტვილის მერი აბედათის და ბანძის მოსახლეობას შეხვდა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან ერთად აბედათის და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერი მათ პრობლემებს გაეცნო და ისაუბრა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება. შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება დასახელდა.

ალექსანდრე გრიგალავამ ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთა ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე. ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტს ეყოლება 10 შესაბამისი სპეც – ტექნიკა, რომლიც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყებს მასიურ შეწამვლას. შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.