მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა გახდა

0

მარტვილის მერი ალექსანდე გრიგალავა გახდა. “ქართული ოცნების” კანდიდატმა 11,480 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 93, 04 პროცენტია.

მეორე ტურში მონაწილეობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მამუკა დანელიამ უარი განაცხადა, მიუხედავად ამისა, მისი გვარი ბიულეტენზე მაინც იყო აღნიშნული. დანელიას კანდიდატურა 859 ამომრჩევლმა შემოხაზა, რაც 6,96 პროცენტია.

#65 საოლქო-საარჩევნო კომისიის 39 უბნის მონაცემები უკვე შეჯამდა. სულ რეგისტრირებული 31 531 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 12 629-მა დააფიქსირა, ხოლო 283 ბიულეტინი გაბათილდა.

სხვა ახალი ამბები: