მარტვილის მერი მოსწავლეთა თვითმმართველობის ფორუმის მონაწილეებს შეხვდა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, პროექტ მოსწავლეთა თვითმმართველობის ფორუმის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს პაშა გულორდავასთან ერთად საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეებს და წევრებს შეხვდა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მარტვილელ მოსწავლეებს გააცნობიერონ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად, აიმაღლონ სამართლებრივი კულტურა. პროექტში მონაწილე მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტების წახალისება, ჩართულობა, შედეგზე გათვლილი აქტიურობა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას.

პროექტის ავტორები არიან მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტები მარინა თოფურია და ეკა კვესელავა, პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ნიკოლოზ წულაია. პროექტის კოორდინატორები მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

შეხვედრის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში სახვითი ხელოვნების წრის მოსწავლეების გამოფენა დაათვალიერეს