მარტვილის მერი სერგიეთის და ნახუნაოს მოსახლეობას შეხვდა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარებთან ერთად სერგიეთის და ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად სერგიეთში წყალმომარაგება და გაზიფიცირება, ხოლო ნახუნაოში მარტვილი – ნახუნაოს დამაკავშირებელი გზის და შიდა გზების რეაბილიტაცია დასახელდა.

ალექსანდრე გრიგალავამ მოსახლეობას გააცნო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება, ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე. ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტს ეყოლება შესაბამისი სპეც – ტექნიკა, რომლიც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყებს მასიურ შეწამვლას.