მარტვილის მერი სოფელ გურძემისა და კიწიას მოსახლეობას შეხვდა

0

22 მარტს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარებთან ერთად გურძემისა და კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გარეგანათება და გაზიფიცირება დასახელდა. ალექსანდრე გრიგალავამ მოსახლეობას გააცნო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება, ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთა ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე და უპასუხა მოქალაქეთა შეკითხვებს.

მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.