მარტვილის მერი ტალერისა და კურზუს მოსახლეობას შეხვდა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარებთან ერთად ტალერისა და კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება დასახელდა.

ალექსანდრე გრიგალავამ მოსახლეობას გააცნო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება, ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთა ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე.

მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.