მარტვილის მერი თამაკონისა და სალხინოს მოსახლეობას შეხვდა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარებთან ერთად თამაკონისა და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის პრიორიტეტად უკვე აშენებული საბავშვო ბაღის გახსნა და შიდა გზების რეაბილიტაცია, ხოლო სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ პრობლემად სასმელი წყლით უზრუნველყოფა და გაზიფიცირება დასახელდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას ამცნო, რომ თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან მისასვლელი გზა რეაბილიტირდება. სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში კი მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდება.

ალექსანდრე გრიგალავამ მოსახლეობას ასევე გააცნო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება და ისაუბრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე.