მარტვილის მერია საბავშვო ბაღებში შექმნილ მგომარეობას ადგილზე ეცნობა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა მერის წარმომადგენლებთან ერთად სალხინოს, ტალერის და კურზუს საბავშვო ბაღებს ეწვია და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

დავით სურმავას განცხადებით ყველა ბაღში პირადად გაეცნობა არსებულ პრობლემებს და მათი მოგვარება დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად მოხდება.