მარტვილის მერიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

2018 წლის სახელმწიფო ქვეპროგრამა ,,აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები”-ს ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდაშელმა და ფიტოსანიტარიული მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ხათუნა გოცირიძემ გამართეს.

შეხვედრას, რომლის მიზანი მავნებელთან ბრძოლის მეთოლოლოგიების გაცნობაა, მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, მერის წარმომადგენლები, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.