მარტვილის მერიაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ,,ტუპერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში’’ პროგრამის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელი ბექა იოსელიანი და საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტრენერი ნანა გუდავაძე უძღვებოდნენ.

ტრენინგს ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რობერტ კოტია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ოჯახის და სოფლის ამბულატორიის ექიმები.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერითა და ჩართულობით ტუპერკულოზით, შიდსით, C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთა დროულად გამოვლენას და მკურნალობას