მარტვილის მერიაში სოფლის მეურნეობის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

0

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო –საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში პრეზენტაცია გაიმართა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს, მარტვილის საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე ნაროუშვილმა წარუდგინა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმირება მიმდინარე სახელწიფო პროგრამებისა და ამ მიმართულებით მარტვილის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტების თაობაზე.

შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.