მარტვილის მუნიციპალიტეტი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა

0

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია, ასევე ტურისტული მარშრუტები, სურათები, სლაიდები, ბროშურები, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ, მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში დაცული, უძველესი მეგრული ვაზის ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული ღვინო, მეგრული ყველი და თხილი.

გამოფენაზე წარმოდგენილმა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის სრულფასოვნად წარმოჩენამ დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი იყო როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის პროდუქცია და ტურისტული პოტენციალი.

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან გამოფენაზე იმყოფებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები: დარეჯან სხულუხია, სალომე ქუთათელაძე და რომან ოდიშარია.