მარტვილის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებული გიორგი ჭყონდიდელის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ ღონისძიება გამართეს. ეროვნულ სამოსში ჩაცმულმა მონაწილეებმა ლიტერატურული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.