მარტვილის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა

0

23 მარტს მარტვილის მუნიციპალიტეტში, სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, გამწვანების აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში კომპლექსური სასპორტო სკოლის ტერიტორიაზე ნაძვის ნერგები დარგეს. აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა (მაკა) გულორდავა, კეთილმოწყობის ცენტრის უფროსი დავით თოდუა და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გამწვანების აქციის შემდეგ, მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

გამარჯვებულები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ, სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილემ თეიმურაზ ჯალაღონიამ, კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორმა გიორგი გოროზიამ სიგელებით დააჯილდოვეს.

ღონისძიების მიზანი ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრბის ჯანსაღი წესის დანერგვაა.