მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდახმა მოხდა

0

მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში ჩიხლაძეების ოჯახს წუხელ რამდენიმე ნიღბიანი შეიარაღებული პირი თავს დაესხა და დააყაჩაღა. თავდამსხმელებმა ოჯახის ორივე წევრი – პენსიონერი დები აწამეს, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მარტვილის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა.

შსს-ს ცნობით, საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 179-ე ყაჩაღობისა და 109-ე ანგარების მიზნით დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლით აღიძრა.

სხვა ახალი ამბები: