მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა “ქართული ოცნების” და “ენმ”-ს საჩივარი

0

მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ქართული ოცნების და ენმ-ს საჩივარი.მმართველი პარტიის მოთხოვნა იყო თვითმმართველი თემის მერის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლა საარჩევნო უბანზე, რადგან ეჭვობდნენ რომ ხმების დათვლისას კომისიამ ბათილ ბიულეტენებად მიიჩნია მათი მერობის კანდიდატის, ალექსანდრე გრიგალავას სასარგებლოდ მიცემული ხმები.

მოთხოვნას ასევე საჩივრით უპასუხა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. იმ შემთხვევაში თუ ბათილი ბიულეტენები დაემატებოდა ქართული ოცნების“ კანდიდატის ხმებს, ითხივდნენ ყველა უბნის შედეგის გადახედვას და კომისიის თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მარტვილი ერთადერთი მუნიციპალიტეტია სადაც მერის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი. აქ კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ამასთან 23 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა, 49,76% „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ მიიღო. მეორე ადგილზე ენმ-ის კანდიდატი მამუკა დანელიაა 35,81%-ით. მესამე პოზიციაზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიორგი რუხაია – 13,82

სხვა ახალი ამბები: